sursatige

კონფიდენციალურობა

ქვემოთ მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, ფუნქციონირებს ვებგვერდი (www.sursati.ge), რომელიც გიწევთ მომსახურებას.

sursati.ge- (შემდგომში: „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“)

თუ მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით, შესაბამისად თანხმობას აცხადებს, პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ გამოვიყენებთ, ან არ გავაზიარებთ მიღებულ ინფორმაციას ამ პოლისით განსაზღვრული წესების საწინააღმდეგოდ.

მომხმარებელი, რომელიც sursati.ge-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, შენახვისა და დამუშავების მიზნით.

ვებგვერდზე დასარეგისტრირებლად საჭიროა მომხმარებლის

 სახელი და გვარი

 ელექტრონული ფოსტა

 ფასვორდი (რომელსაც გამოიყენებს ავტორიზაციის პროცესში)

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

 კანონისმიერი ვალდებულების შესრულება;

 მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა;

 მომხმარებლის უკმაყოფილების აღმოფხვრა;

 მომხმარებლების პროდუქტებით სარგებლობის მონიტორინგი,

 ვებგვერდის ხარისხის გაუმჯობესება,

 მოსახერხებელი კომუნიკაცია მომხმარებელთან, მაგალითად: შეტყობინება შესყიდვის   წარმატებულად განხორციელების შესახებ.

მონაცემთა დამუშავება აუცილებელია, რათა გაგიწიოთ მომსახურეობა.

თქვენს მონაცემებს ვუზიარებთ

პარტნიორ,  საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიას, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მისამართზე. მათ გადაეცემათ:

შეკვეთის დეტალები;

მომხმარებლის სახელი და გვარი;

მისამართი;

საკონტაქტო ნომერი.

ასევე მომხმარებლის მონაცემების გაზიარება მოხდება საჭიროების მიხედვით   სამართალდამცავ ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებთან;

 

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითაც შევძლებთ თქვენ იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული სახელით, ტელეფონის ნომრით, სქესით, შესყიდვის ინფორმაციით, გამოსახულებებით, საფოსტო ინდექსით, ფინანსური ინფორმაციით (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და ა.შ. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ გამოიყენება თქვენთან საკონტაქტოდ ან თქვენი იდენტიფიცირებისათვის.

ლოგ ფაილები და cookies

ჩვენ ვსარგებლობთ ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით.

ვიყენებთ Cookies სხვა გვერდების მსგავსად

ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

IP მისამართი ,მოწყობილობის ტიპი,  ბრაუზერი,  ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი sursati.ge-ის ვებგვერდზე,  ინფორმაცია sursati.ge-ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ - რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

 

უსაფრთხოება

ჩვენ ვაფასებთ თქვენ ნდობას, რომ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას. Sursati.ge-ისთვის მნიშვნელოვანი და სავალდებულოა მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა.

ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ მომხმარებლის ინფორმაციულ უსაფრთხოებას და  ვიღებთ ყველა საჭირო ზომას პირადი მონაცემების დასაცავად.

არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, გარდა იმისა რომ ყველა ზომას მივიღებთ მათ საწინააღმდეგოდ.

 გთხოვთ, აღნიშნული პერსონალური მონაცემების  ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიხსნით სრულ პასუხისმგებლობას.

 

ბმულები

 ჩვენი ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს, სხვა გვერდებზე გადასასვლელად, თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს და გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე, დაიმახსოვრეთ,  გადახედოთ მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი სხვა ვებგვერდების შემადგენლობაზე, პოლისებსა  და პრაქტიკაზე

 

 

 

 

არასრულწლოვანი პირი

თუ თქვენ არ ხართ  სრულწლოვანი, თქვენ არ გაქვთ ვებგვერდით სარგებლობის უფლება.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე,  ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია.

 თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა

მომხმარებელს, ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა, sursati.ge-ს მოსთხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა.

მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა, არ ავალდებულებს sursati.ge-ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ელ.ფოსტის მეშვეობით მიმართოს sursati.ge-ს. აღნიშნულში არ მოიაზრება sursati.ge-ის მიერ სხვა მომსახურების მიწოდების შეწყვეტა.

კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა

მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას sursati.ge ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ცვლილებები

შესაძლებელია საჭირო გახდეს ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ,  თქვენს მიერ ვებგვერდებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.

აუცილებელია გვქონდეს თქვენს შესახებ სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, შეგვატყობინოთ.

 

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ შეკითხვები,  ან თუ გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია

                                                  დაგვიკავშირდით:  info@sursati.ge